ტელევიზიის პრაქტიკული განხორციელება შესაძლებელი გახდა 1931 წელს, როდესაც ს. კატაევმა ააგო პირველი გადამცემი ტელევიზიური ელექტროსხივური მილაკი, მოზაიკური ფოტოკათოდით.
1938 წელს სსრკ-ში კერძოდ კი მოსკოვსა და ლენინგრადში ამუშავდა პირველი ტელეცენტრები, 1959 წლისთვის კი მათი რაოდენობა 62 ამდე გაიზარდა. ტელეცენტრი მეტად რთული რადიოტექნიკური ნაგებობაა, რომლის შემადგენლობაშია: ტელესტუდიები, სააპარატო, რადიოგადამცემები და ანტენები. სატელევიზიო გადაცემის მოსამზადებლად საჭიროა ორი ულტრამოკლეტალღიანი რადიოგადამცემი, ერთი გამოსახულებათა სიგნალების, ხოლო მეორე-მათი ბგერითი თანხლების გადასაცემათ. გადამცემი ტელევიზიური აპარატის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია ტელევიზიური კამერა. მათში მოთავსებულია გადმცემი ელექტროსხივური მილაკი მოზაიკური ფოტოკათიდით-იკონოსკოპი.
გადასაცემი გამოსახულების შუქის მოზაიკაზე დაცემისას სხვადასხვანაირად განათებული მისი წერტილების- ელემენტების შუქური ენერგია ფოტოკათოდების საშუალებით გარდაიქმნება შესაფერ ელექტრომუხტებად. გადაცემის დროს მოზაიკის ელემენტარული ფოტოკათოდების გასწვრივ ძალიან დიდი სიჩქარით სრიალებს ელექტრონთა ვიწრო კონა-სხივი. ელექტრონული სხივის გადაადგილებას მართვს იკონოსკოპი გადამხრელი სისტემა.
ელექტრონული სხივის მოზაიკაზე გადარბენის შედეგად იკონოსკოპის წრედში წარმოიქმნება ელექტრონის თანმიმდევრული იმპულსები, რომელთა ძალაც მოზაიკის ელემენტარული ფოტოკათოდების განათების სიკაშკაშის პროპორციული იქნება. ამრიგად იკონოსკოპი აწარმოებს მის მოზაიკაზე მოქმედი გამოსახულების შუქური ენერგიის გარდაქმნას და ელექტრულ ენერგიის შესაფერის იმპულსებად გაშლას. ეს ელექტრული იმპულსები გაძლიერებული ვიდეოგამაძლიერებლით აწარმოებს ვიდეოგადამცემის ულტრამაღალი სიხშირის რხევების მოდულაციას ანუ მართვას.
ტელეცენტრის მეორე, გამოსახულებათა ბფგერითი თანხლების, რადიოგადაცემის მუშაობას მართაბს, გადაცემის ადგილზე მოთავსებული მიკროფირი გამაძლიერებელი მოწყობილობით ორივე რადიოგადამცემის მოდულირებულ ელექტრონული რხევები ფილტრის საშუალებით გადაეცემა ტელეცენტრის გადამცემ ანტენეს და მათი ენერგია ულტრამოკლე რადიო ტალღების სახით გამოსრივდება სივრცეში.
თბილისის ტელე-ანძას ასეთი მაღალი მდებარეობა იმით აიხსნება, რომ ულტრამოკლე რადიოტალღები ვრცელდება სინათლის სხივის მსგავსად, ე.ი. ტელევიზიური რადიოგადამცემთა მიღება უფრო საიმედოა იქ საიდანაც უშუალოდ ჩანს ტელეცენტრის ანტენა.
ტელევიზიური მიმღები მოწყობილობა -ტელევიზორი რთული აგებულებისაა, ის თავის სქემაში შეიცავს, როგორც გამოსახულებათა სიგნალების, ისე მათი ბგერითი თანმხლები სიგნალების მიმღებებს. გარდა ამისა ტელევიზორს აქვს გამშლელი მოწყობილობა, რომელიც ტელებიზიის მიმღებ ელექტროსხივურ მილაკში (კინესკოპი) აწარმოებს ელექტრონთა სხივების გადაადგილებას ზუსტად იმავე წესთა თანმიმდებრობით, როგორიც ეს ხდება ტელევიზიური კამერის გადამცემ ელექტრონსხივურ მილაკში-იკონოსკოპში. კინესკოპის ეკრანის ელექტრონული სხივების დაბომბვის შედეგად მის ზედაპირზე მიიღება გადაცემულ გამოსახულებას, შესაფერისი მეტად ან ნაკლებად განათებული წერტილები. ეს პროცესი იმდენად სწრაფად მიმდინარეობს, რომ ადამიანის თვალი ვერ ასწრებს გამოსახულების ყველა ცალკე წერტილის ფიქსაციას, ხოლო ღებულობს მათ ერთდროულად, მთლიანი მოძრავი გამოსახულების სახით, ისე როგორც კინოეკრანზე. აი , ასეთია ტელევიზიის სპეციფიკა..
Комментариев нет:
Отправить комментарий