среда, 13 апреля 2011 г.

გადაცემები

ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ ან უბრალოდ ნანუკას შოუ  ნანუკა ჟორჟოლიანის საავტორო თოქ-შოუ იმედის არხზე. გადაცემა ეთერში გადის ყოველ სამშაბათს 22:00 სთ-ზე.
შოუს ფორმატის მიხედვით წამყვანი ყოფს გადაცემას ორ ან სამ ნაწილად (შესაბამისად ორ ან სამ თემად). თითოეულ გადაცემის ნაწილში არის რამდენიმე სტუმარი. გადაცემაში მოწვეული იყო უამრავი ცნობილი ადამიანი, მათ შორისაც მსოფლიო დონის ვარსკლავებიც.
ღამე შორენასთან  შორენა ბეგაშვილის ეროტიული შინაარსის შოუ იმედის არხზე. პირველად ეთერში გავიდა 2009 წლის ბოლოში.
პირველივე გადაცემის შემდეგ იმედის გარშემო დიდი სკანდალი ატყდა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა ასეთი გადაცემის არსებობას. გააქტიურდნენ სასულიერო პირები (არა მხოლოდ მღვდლები), სხვადასხვა ორგანიზაციები. შოუს ტრანსლაცია არ შეწყდა. პირიქით, როგორც აცხადებს იმედის გენ. დირექტორი, ის გახდა უფრო საინტერესო და მრავალმხრივი.
უფრო დიდი კონფლიქტი ატყდა იმ გადაცემის შემდეგ, როდესაც თემა შეეხოქალწულობას. არასამთავრობო „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, დაეხურათ ეს პროექტი.
ნიჭიერი - გასართობი ტელეგადაცემა რუსთავი 2-ის ეთერში 1 თებერვლიდან, 2010 წ. პროექტი ორგანიზებული იყო პრგანიზაციით «Got Talent», რომელიც 30-ზე მეტ ქვეყანაში არის განხორციებული (Минута Славы, Australia's Got Talent, America's Got Talent, Україна має талант, הדבר הגדול הבא და ა.შ.). შოუში მონაწილოების მიღება შეუძლია ყველა მსურველს. კონკურსანტებმა უნდა წარადგინონ თავიანთი ნიჭი (ნომერის ან სკეტჩის სახით).
შოუს წამყვანები არიან თიკა ფაცაცია და ვანო თარხნიშვილი, ისინი თითქმის მთელი გადაცემის განმავლობაში კულისების მიღმა არიან. პროექტს სამი ჟიური ჰყავს. სწორედ ჟიური ირჩევს გავა თუ არა კონკურსანტი შემდეგ ტურში. ჟიურის ასევე აქვთ ე.წ. ”წითელი ღილაკი”, რომლის დაჭერისას ნომერი მთავრდება.

პირველი სეზონი 

”ნიჭიერი”-ს პირველი სეზონი რუსთავი ორის ეთერში 2010 წლის 1 თებერვალს დაიწყო და 3 მაისს დამთავრდა. შოუ ყოველ ორშაბათს 21:00 სთ-ზე გადიოდა. პროგრამის ფარგლებში შეირჩა ასზე მეტი კონკურსანტი, რომლიდანაც ნახევარ-ფინალში 50 გადავიდა. მათ 5 ჯგუფად დაყვეს. ყოველ ორშაბათს პირდაპირ ეთერში მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით ფინალში ორ-ორი მონაწილე გადადიოდა. ბოლო ნახევარ-ფინალის დროს კიდევ ორი შეირჩა (სულ 12 ფინალისტი).
ჟიურის წევრები:

Комментариев нет:

Отправить комментарий