1956 წლის 30დეკემბერს საქართველოში მუშაობას იწყებს პირველი ტელევიზია.სწორედ ეს წელია ქართული ტელევიზიის ფეხადგმის წელი. მანამდე კი საბჭოთა კავშირში უკვე არსებობდა მოსკოვისა და ლენინგრადის (სანტ-პეტერბურგის) ტელევიზიები, სწორედ მათი გადაცემების საფუძველზე გაიხსნა თბილისის ტელევიზიაც.
30 დეკემბერს,გაზსნის პროგრამა მიეძღვნა თბილისის სატელევიზიო ცენტრის გახსნაზე. ტელემაუწყებლის წინ გამოვიდნენ ცნობილი ადამიანები ლექსი წაიკითხა პოეტმა ი. გრიშაშვილმა, ტელეწამყვანებს მიესალმა აკადემიკოსი ვ. კუპრაძე. შმდეგ შესრულდა კომპოზიტორ ა. კერესელიძის სპეციალურად დაწერილი სიმღერა საესტრადო ორქესტრის თანხლებით. სიმღერის ფონზე ფირზე ნაჩვენები იყო თბილისის ხედები. დირექტორმა ლ. მიქაძემ წაიკითხა მისალმების დეპეშები, მოსკოვის ტელესტუდიის სახელით გამოვიდა ცნობილი რუსი დიქტორი ვ. ლეონტიევა. დასასრულს უჩვენეს კინო-ფილმი "აბეზარა".
თელესტუდია აღჭურვილი იყო იმ დროისთვის უახლესი აპარატურით. იგი ლენინგრადის ქარხანაში იყო დამზადებული. შესაბამისად ტელევიზია ახალი ხილვადობითა და სმენადობით ხასიათდებოდა.შემდგომში ეს აპარატურა თსუ-ს უნივერსიტეტის სტუდენტ-ახალგაზრდობას გადაეცა დაუფლებისათვის.
პირველ ხანებში ტელეგადაცემები ეწყობოდა კვირაში სამჯერ, ორსაათიანი პროგრამებით 20:00-დან.

პიველი დიქტორები იყვნენ: ა. მაჭავარიანი, ლ. მიქაძე.ტელევიზიის პირველი ნაბიჯები საქართველოში, რთული და ძნელი გადასადგმელი იყო. სტუდიაში თავდაპირველად ერთი უძრავი კამერა. არ იყო მრავალფეროვანი გადაცემები, რაც ძირითადად მხატვრული ხასიათის პროდუქციის მოჭარბებას იწვევდა. სიმცირე იყო ინტერვიუების, პუბლიცისტური გამოსვლების , ზოგადად საუბრების; რაც გამოწვეული იყო მაშინდელი ტენდენციით, სატელევიზიო სპეციფიკით, რაც რადიოსკენ უკან მიბრუნებას გულისხმობდა. თუმცა ამ მხრივი ვითარება შემდგომში თანდათან გამოსწორდა. ამის მაგალითია საბავშვო პუბლიცისტური გადაცემა: ტელეჟურნალი „საქართველოს პიონერი’’.
საერთოდ საბავშვო გადაცემების მრავალფეროვნებით გამნოირჩეოდა, თავიდან, საქართველოს ტელევიზია. იდგმებოდა სხვადასხვა საბავშვო დადგმები: „ქარელი გველი“, “სქელი და თხელი“, „კაკო ყაჩაღი“ და სხვ.
აგრეთვე იყო მხიარული ვვიქტორინები, მუსიკალური სკოლის მოსწავლეების კონცერტები , „ბაბუა თევდორეს ზღაპრები“ , „შეხვედრები პირველკლასელებთან და ა.შ.....
საერთოდ საბავშვო მთელი სატელევიზიო ეთერის ნახევარზე მეტი ეთმობოდა. თუმცა ეს არ იყო ადვილი საქმე, მაშინდელ ტელემუშაკებს დიდი შრომა უხდებოდათ მათ დასამუშავებლად და შესაქმნელად. იყო ასევე გადმოქართული გადაცემები მოსკოვის ტელე-სტუდიიდან.

საეთერო დრო ეთმობოდა აგრეთვე მუსიკასაც. ხშირად გადიოდა კონცერტები რომელიც მოწონებას ვერ იმსახურებდა. საქმე ის იყო, რომ ამ კონცერტებს ისე აკეთებდნენ, როგორც „ცოცხალ“ გადაცემას , და ის რაღაც გაურკვეველ შთაბეჭდილებებს ტოვებდა.
თუმცა იყო ისეთი კონცერტებიც რომელის საყოველთაო აღიარებებს იწვევდა. ისინი ძირითადად უცხოელი შმსრულებლების ხარჯზე ხდებოდა. იმ დროისთვის ტელე ეკრანებზე უჩვენებდნენ ამერიკელ მევიოლინეს ი. სტერნის, ავსტრიელ მომღერალს ვ.ლიპის, არგენტინელ გიტარისტს მ. ანიდის და სხვათა კონცერტებს.
1957წ-ს აპრილში დაიწყო სატელევიზიო ჟურნალის „მუსიკის„ ჩვენება. იგი მხოლოდ 7 ნომერი გამოვიდა.
1957 წლის შემოდგომაზე თბილისის ტელე სტუდიამ მიიღო მოძრავი ტელე-სადგური, რომლითაც შესაძლებელი გახდა ფართოდ გაშლილიყო ტელე საქმიანობა. ამ სადგურის წყალობით შესაძლებელი გახდა პირდაპირ ეთერში სპორტული და კულტურული ღონისძიებების პირდაპირ ეთერში გადაცემა. პირველი პირდაპირი გადაცემა გადაიცა „დინამოს„ სტადიონიდან.
ამავე წლის 27 აგვისტოს დაიწყო პოლიტიკური გადაცემების გაკეთება. უნდა ითქვას რომ სწორედ ამ პერიოდიდან იწყება სატელევიზიო დადგმების გაკეთებაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია რეჟისორ მ. ჯალიაშვილის მიერ დადგმული „ბებრები“ (ნ. ლორთქიფანიძის მოთხრობის მიხედვით) რომელშიც დაუვიწყარი სახეები შექმნეს ს თაყაიშვილმა, და ა. ჟორჯოლიანმა.
1958 წლიდან იწყება საინფორმაციო გადაცემების გაკეთება. აღსანიშნავია გადაცემა „უკანასკნელი ცნობები“, რომელიც დიდი პოპულარობითა და რეიტინგით სარგებლობდა. ამ გადაცემის მეშვეობით ხალხი კვირაში 2-3 ჯერ საინტერესო ცნობებს იღებდა.
1958 წ-ს 16 მარტს პირველად მოხდა ჩართვა საარჩევნო უბნიდან. ამ ყველაფრში მთავარი ის იყო რომ ჯურნალისტი გახდა კადრის მთავარი ღირსება. ამავე წლის 19 აპრილს ტელევიზიამ ანგარიში ჩააბარა მათი მუშაობის შესახებ მაყურებელს. მათ მოისმინეს სხვადასხვა კომპეტეტური ხალხის რჩევები და შენიშვნები, აგრეთვე მაყურებლის რჩევები და თხოვნები. ყოველივე ეს ხელს უწყობდა ტელევიზიის ხარისხის გაზრდას.
1968 წლიდან ქართული ტელევიზია ფერადი გახდა, ფერადი გადაცემები დაიწყო 7 ნოემბერს. 1974 წელს დამთავრდა ტელეანძის აღმართვა, რომლის სიმაღლე 276მ.
ტელევიზიამ დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოების განვითარებაზე და იგი ახლაც დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე. 1956 წ-ს შემდეგ ტელევიზიამ დიდი პროგრესი განიცადა, და იგი დღეს უკვე ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, იგი ინფორმაციის მიწოდებისა და გადაცემის საუკეთესო საშუალებაა. შემდგომში წარმატებებს ვუსურვებ ქართულ მასმედიას!!!