суббота, 14 мая 2011 г.

საქართველოს ტელევიზია პირველ ბაქანზე


1956 წლის 30დეკემბერს საქართველოში მუშაობას იწყებს პირველი ტელევიზია.სწორედ  ეს წელია ქართული ტელევიზიის ფეხადგმის წელი. მანამდე კი საბჭოთა კავშირში უკვე არსებობდა მოსკოვისა და ლენინგრადის (სანტ-პეტერბურგის) ტელევიზიები, სწორედ მათი გადაცემების საფუძველზე გაიხსნა თბილისის ტელევიზიაც.
      30 დეკემბერს,გაზსნის პროგრამა მიეძღვნა თბილისის სატელევიზიო ცენტრის გახსნაზე. ტელემაუწყებლის წინ გამოვიდნენ ცნობილი ადამიანები ლექსი წაიკითხა პოეტმა . გრიშაშვილმა, ტელეწამყვანებს მიესალმა აკადემიკოსი . კუპრაძე. შმდეგ შესრულდა კომპოზიტორ . კერესელიძის სპეციალურად დაწერილი სიმღერა საესტრადო ორქესტრის თანხლებით. სიმღერის ფონზე ფირზე ნაჩვენები იყო თბილისის ხედები. დირექტორმა . მიქაძემ წაიკითხა მისალმების დეპეშები, მოსკოვის ტელესტუდიის სახელით გამოვიდა ცნობილი რუსი დიქტორი . ლეონტიევა. დასასრულს უჩვენეს კინო-ფილმი "აბეზარა".
      თელესტუდია აღჭურვილი იყო იმ დროისთვის უახლესი აპარატურით. იგი ლენინგრადის ქარხანაში იყო დამზადებული. შესაბამისად ტელევიზია ახალი ხილვადობითა და სმენადობით ხასიათდებოდა.შემდგომში ეს აპარატურა თსუ- უნივერსიტეტის სტუდენტ-ახალგაზრდობას გადაეცა დაუფლებისათვის.
     
პირველ ხანებში ტელეგადაცემები ეწყობოდა კვირაში სამჯერ, ორსაათიანი პროგრამებით  20:00-დან.
პიველი დიქტორები იყვნენ: ა. მაჭავარიანი, ლ. მიქაძე.ტელევიზიის პირველი ნაბიჯები საქართველოში, რთული და ძნელი გადასადგმელი იყო. სტუდიაში თავდაპირველად ერთი უძრავი კამერა. არ იყო მრავალფეროვანი გადაცემები, რაც ძირითადად მხატვრული ხასიათის პროდუქციის მოჭარბებას იწვევდა. სიმცირე იყო ინტერვიუების, პუბლიცისტური გამოსვლების , ზოგადად საუბრების; რაც გამოწვეული იყო მაშინდელი ტენდენციით, სატელევიზიო სპეციფიკით, რაც რადიოსკენ უკან მიბრუნებას გულისხმობდა. თუმცა ამ მხრივი ვითარება შემდგომში თანდათან გამოსწორდა. ამის მაგალითია საბავშვო პუბლიცისტური გადაცემა: ტელეჟურნალი „საქართველოს პიონერი’’.
      საერთოდ საბავშვო გადაცემების მრავალფეროვნებით გამნოირჩეოდა, თავიდან, საქართველოს ტელევიზია. იდგმებოდა სხვადასხვა საბავშვო დადგმები: „ქარელი გველი“, “სქელი და თხელი“,   „კაკო ყაჩაღი“ და სხვ.
      აგრეთვე იყო მხიარული ვვიქტორინები, მუსიკალური სკოლის მოსწავლეების კონცერტები , „ბაბუა თევდორეს ზღაპრები“ ,  „შეხვედრები პირველკლასელებთან და ა.შ.....
      საერთოდ საბავშვო მთელი სატელევიზიო ეთერის ნახევარზე მეტი ეთმობოდა. თუმცა ეს არ იყო ადვილი საქმე, მაშინდელ ტელემუშაკებს დიდი შრომა უხდებოდათ მათ დასამუშავებლად და შესაქმნელად. იყო ასევე გადმოქართული გადაცემები მოსკოვის ტელე-სტუდიიდან.
საეთერო დრო ეთმობოდა აგრეთვე მუსიკასაც. ხშირად გადიოდა კონცერტები რომელიც მოწონებას ვერ იმსახურებდა. საქმე ის იყო, რომ ამ კონცერტებს ისე აკეთებდნენ, როგორც „ცოცხალ“ გადაცემას , და ის რაღაც გაურკვეველ შთაბეჭდილებებს ტოვებდა.
თუმცა იყო ისეთი კონცერტებიც რომელის საყოველთაო აღიარებებს იწვევდა. ისინი ძირითადად უცხოელი შმსრულებლების  ხარჯზე  ხდებოდა. იმ დროისთვის ტელე ეკრანებზე უჩვენებდნენ ამერიკელ მევიოლინეს ი. სტერნის, ავსტრიელ მომღერალს ვ.ლიპის, არგენტინელ გიტარისტს მ. ანიდის და სხვათა კონცერტებს.
1957წ-ს აპრილში დაიწყო სატელევიზიო ჟურნალის „მუსიკის„  ჩვენება. იგი მხოლოდ 7 ნომერი გამოვიდა.
1957 წლის შემოდგომაზე თბილისის ტელე სტუდიამ მიიღო მოძრავი ტელე-სადგური, რომლითაც შესაძლებელი გახდა ფართოდ გაშლილიყო ტელე საქმიანობა. ამ სადგურის წყალობით შესაძლებელი გახდა  პირდაპირ ეთერში სპორტული და კულტურული ღონისძიებების პირდაპირ ეთერში გადაცემა. პირველი პირდაპირი გადაცემა გადაიცა „დინამოს„ სტადიონიდან.
ამავე წლის 27 აგვისტოს დაიწყო პოლიტიკური გადაცემების გაკეთება. უნდა ითქვას რომ სწორედ ამ პერიოდიდან იწყება სატელევიზიო დადგმების გაკეთებაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია რეჟისორ მ. ჯალიაშვილის მიერ დადგმული „ბებრები“ (ნ. ლორთქიფანიძის მოთხრობის მიხედვით)   რომელშიც დაუვიწყარი სახეები შექმნეს ს თაყაიშვილმა, და ა. ჟორჯოლიანმა.
1958 წლიდან იწყება საინფორმაციო გადაცემების გაკეთება. აღსანიშნავია გადაცემა „უკანასკნელი ცნობები“, რომელიც დიდი პოპულარობითა და რეიტინგით სარგებლობდა.  ამ გადაცემის მეშვეობით ხალხი  კვირაში 2-3 ჯერ საინტერესო ცნობებს იღებდა.
1958 წ-ს 16 მარტს პირველად მოხდა ჩართვა საარჩევნო უბნიდან. ამ ყველაფრში მთავარი  ის იყო რომ ჯურნალისტი გახდა კადრის მთავარი ღირსება. ამავე წლის 19 აპრილს ტელევიზიამ ანგარიში ჩააბარა მათი მუშაობის შესახებ მაყურებელს. მათ მოისმინეს სხვადასხვა კომპეტეტური ხალხის  რჩევები და შენიშვნები, აგრეთვე მაყურებლის რჩევები და თხოვნები. ყოველივე ეს ხელს უწყობდა ტელევიზიის ხარისხის გაზრდას.
1968 წლიდან ქართული ტელევიზია ფერადი გახდა, ფერადი გადაცემები დაიწყო 7 ნოემბერს. 1974 წელს დამთავრდა ტელეანძის აღმართვა, რომლის სიმაღლე 276მ.
ტელევიზიამ დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოების განვითარებაზე და იგი ახლაც დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე. 1956 წ-ს შემდეგ ტელევიზიამ დიდი პროგრესი განიცადა, და იგი დღეს უკვე ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მის გარეშე ცხოვრება  წარმოუდგენელია, იგი ინფორმაციის მიწოდებისა და გადაცემის საუკეთესო საშუალებაა. შემდგომში წარმატებებს ვუსურვებ ქართულ მასმედიას!!!









   

     

 

ტელევიზიის საწყისების მუშაობის სპეციფიკა


     
ტელევიზიის პრაქტიკული განხორციელება შესაძლებელი გახდა 1931 წელს, როდესაც ს. კატაევმა ააგო პირველი გადამცემი ტელევიზიური ელექტროსხივური მილაკი, მოზაიკური ფოტოკათოდით.
1938 წელს სსრკ-ში კერძოდ კი მოსკოვსა და ლენინგრადში ამუშავდა პირველი ტელეცენტრები, 1959 წლისთვის კი მათი  რაოდენობა 62 ამდე გაიზარდა. ტელეცენტრი მეტად რთული რადიოტექნიკური ნაგებობაა, რომლის შემადგენლობაშია: ტელესტუდიები, სააპარატო, რადიოგადამცემები და ანტენები. სატელევიზიო გადაცემის მოსამზადებლად საჭიროა ორი ულტრამოკლეტალღიანი რადიოგადამცემი, ერთი გამოსახულებათა სიგნალების, ხოლო მეორე-მათი ბგერითი თანხლების გადასაცემათ. გადამცემი ტელევიზიური აპარატის ერთ-ერთი  უმთავრესი ნაწილია ტელევიზიური კამერა. მათში მოთავსებულია გადმცემი ელექტროსხივური მილაკი მოზაიკური ფოტოკათიდით-იკონოსკოპი.
გადასაცემი გამოსახულების შუქის მოზაიკაზე დაცემისას სხვადასხვანაირად განათებული მისი წერტილების- ელემენტების შუქური ენერგია ფოტოკათოდების საშუალებით გარდაიქმნება შესაფერ ელექტრომუხტებად. გადაცემის დროს მოზაიკის ელემენტარული ფოტოკათოდების გასწვრივ ძალიან დიდი სიჩქარით სრიალებს ელექტრონთა ვიწრო კონა-სხივი. ელექტრონული სხივის გადაადგილებას მართვს იკონოსკოპი გადამხრელი სისტემა.
ელექტრონული სხივის მოზაიკაზე გადარბენის შედეგად იკონოსკოპის წრედში წარმოიქმნება ელექტრონის თანმიმდევრული იმპულსები, რომელთა ძალაც მოზაიკის ელემენტარული ფოტოკათოდების განათების სიკაშკაშის პროპორციული იქნება. ამრიგად იკონოსკოპი აწარმოებს მის მოზაიკაზე მოქმედი გამოსახულების შუქური ენერგიის გარდაქმნას და ელექტრულ ენერგიის შესაფერის იმპულსებად გაშლას. ეს ელექტრული იმპულსები გაძლიერებული ვიდეოგამაძლიერებლით აწარმოებს  ვიდეოგადამცემის ულტრამაღალი სიხშირის რხევების მოდულაციას ანუ მართვას.
ტელეცენტრის მეორე, გამოსახულებათა ბფგერითი თანხლების, რადიოგადაცემის  მუშაობას მართაბს, გადაცემის ადგილზე მოთავსებული მიკროფირი გამაძლიერებელი მოწყობილობით ორივე რადიოგადამცემის მოდულირებულ ელექტრონული რხევები ფილტრის საშუალებით გადაეცემა ტელეცენტრის გადამცემ ანტენეს და მათი ენერგია ულტრამოკლე რადიო ტალღების სახით გამოსრივდება სივრცეში.
თბილისის ტელე-ანძას ასეთი მაღალი მდებარეობა იმით აიხსნება, რომ ულტრამოკლე რადიოტალღები ვრცელდება სინათლის სხივის მსგავსად, ე.ი. ტელევიზიური რადიოგადამცემთა მიღება უფრო საიმედოა იქ საიდანაც უშუალოდ ჩანს ტელეცენტრის ანტენა.
ტელევიზიური მიმღები მოწყობილობა -ტელევიზორი  რთული აგებულებისაა, ის თავის სქემაში შეიცავს, როგორც გამოსახულებათა სიგნალების, ისე მათი ბგერითი თანმხლები სიგნალების მიმღებებს. გარდა ამისა ტელევიზორს აქვს გამშლელი მოწყობილობა, რომელიც ტელებიზიის მიმღებ ელექტროსხივურ მილაკში (კინესკოპი) აწარმოებს ელექტრონთა სხივების  გადაადგილებას ზუსტად იმავე წესთა თანმიმდებრობით, როგორიც ეს ხდება ტელევიზიური კამერის გადამცემ  ელექტრონსხივურ მილაკში-იკონოსკოპში. კინესკოპის ეკრანის ელექტრონული სხივების დაბომბვის შედეგად მის ზედაპირზე მიიღება გადაცემულ გამოსახულებას, შესაფერისი მეტად ან ნაკლებად განათებული წერტილები. ეს პროცესი იმდენად სწრაფად მიმდინარეობს, რომ ადამიანის თვალი ვერ ასწრებს გამოსახულების ყველა ცალკე წერტილის ფიქსაციას, ხოლო ღებულობს მათ ერთდროულად, მთლიანი მოძრავი გამოსახულების სახით, ისე როგორც კინოეკრანზე. აი , ასეთია ტელევიზიის სპეციფიკა..