среда, 13 апреля 2011 г.

გადაცემები

ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ ან უბრალოდ ნანუკას შოუ  ნანუკა ჟორჟოლიანის საავტორო თოქ-შოუ იმედის არხზე. გადაცემა ეთერში გადის ყოველ სამშაბათს 22:00 სთ-ზე.
შოუს ფორმატის მიხედვით წამყვანი ყოფს გადაცემას ორ ან სამ ნაწილად (შესაბამისად ორ ან სამ თემად). თითოეულ გადაცემის ნაწილში არის რამდენიმე სტუმარი. გადაცემაში მოწვეული იყო უამრავი ცნობილი ადამიანი, მათ შორისაც მსოფლიო დონის ვარსკლავებიც.
ღამე შორენასთან  შორენა ბეგაშვილის ეროტიული შინაარსის შოუ იმედის არხზე. პირველად ეთერში გავიდა 2009 წლის ბოლოში.
პირველივე გადაცემის შემდეგ იმედის გარშემო დიდი სკანდალი ატყდა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა ასეთი გადაცემის არსებობას. გააქტიურდნენ სასულიერო პირები (არა მხოლოდ მღვდლები), სხვადასხვა ორგანიზაციები. შოუს ტრანსლაცია არ შეწყდა. პირიქით, როგორც აცხადებს იმედის გენ. დირექტორი, ის გახდა უფრო საინტერესო და მრავალმხრივი.
უფრო დიდი კონფლიქტი ატყდა იმ გადაცემის შემდეგ, როდესაც თემა შეეხოქალწულობას. არასამთავრობო „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, დაეხურათ ეს პროექტი.
ნიჭიერი - გასართობი ტელეგადაცემა რუსთავი 2-ის ეთერში 1 თებერვლიდან, 2010 წ. პროექტი ორგანიზებული იყო პრგანიზაციით «Got Talent», რომელიც 30-ზე მეტ ქვეყანაში არის განხორციებული (Минута Славы, Australia's Got Talent, America's Got Talent, Україна має талант, הדבר הגדול הבא და ა.შ.). შოუში მონაწილოების მიღება შეუძლია ყველა მსურველს. კონკურსანტებმა უნდა წარადგინონ თავიანთი ნიჭი (ნომერის ან სკეტჩის სახით).
შოუს წამყვანები არიან თიკა ფაცაცია და ვანო თარხნიშვილი, ისინი თითქმის მთელი გადაცემის განმავლობაში კულისების მიღმა არიან. პროექტს სამი ჟიური ჰყავს. სწორედ ჟიური ირჩევს გავა თუ არა კონკურსანტი შემდეგ ტურში. ჟიურის ასევე აქვთ ე.წ. ”წითელი ღილაკი”, რომლის დაჭერისას ნომერი მთავრდება.

პირველი სეზონი 

”ნიჭიერი”-ს პირველი სეზონი რუსთავი ორის ეთერში 2010 წლის 1 თებერვალს დაიწყო და 3 მაისს დამთავრდა. შოუ ყოველ ორშაბათს 21:00 სთ-ზე გადიოდა. პროგრამის ფარგლებში შეირჩა ასზე მეტი კონკურსანტი, რომლიდანაც ნახევარ-ფინალში 50 გადავიდა. მათ 5 ჯგუფად დაყვეს. ყოველ ორშაბათს პირდაპირ ეთერში მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით ფინალში ორ-ორი მონაწილე გადადიოდა. ბოლო ნახევარ-ფინალის დროს კიდევ ორი შეირჩა (სულ 12 ფინალისტი).
ჟიურის წევრები:

ტელევიზიის სახეობები-JETIX

JETIX (ჯეთიქსი) — ტელევიზია 4–დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, რომელიცFox-Kids-ის მიერ შეიქმნა. ამ უკანასკნელმა ვერ გაუძლო Cartoon Network-ის დაNickelodeon-ის კონკურენციას, როს გამოც ჩამოყალიბდა Jetix-ი, რომლის 74%-ს Walt Disney Company ფლობს. ტელეკომპანია მაუწყებლობს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა:აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრალია და სხვა. ევროპაშიმას 42 მილიონი მაყურებელი ჰყავს.

ტელევიზიის სახეობები-HDTV

High-Definition Television (ქართ. მაღალი გარჩევადობის ტელევიზია; აბრევიატურა HDTV) — არის სტანდარტული ტელევიზია, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით. იგი არის ანალოგი ციფრული ტელევიზიის სტანდარტების.
ბევრ ქვეყანაში, ხალხი უყურებს ფილმებს HDTV ფორმატში. იგი ფართოდ გამოყენებულიაიაპონიაში და აშშ-ში. ასევე ევროპის ბევრი ტელეკომპანია იყენებს HDTV ფორმატს.
2006 წელს, გამოვიდა სახლის HDTV ფლეიერი (HD-DVD ან Blu-ray ფორმატები).

HDV-სა და HD-ს განმარტება 

HD — ეს აბრევიატურა ყოველთვის განაზოგადებს ყველა ფორმატს, რომლებიც კავშირშია HDTV-სთან. HD (High-Definition; მაღალი გარჩევადობა) არის მაღალი გაფართოების მქონე ციფრული ვიდეო სიგნალი. HDTV გულისხმობს მაღალი გაფართოების ციფრულ სატელევიზიო სიგნალს, რომელიც საშუალებას იძლევა როგორც ვიდეო ასევე მრავალარხიანი აუდიო სიგნალის გადაცემას. HDV — არის სტანდარტული მაღალი ხარისხის ვიდეო, რომელიც გააჩნია შედარებით იაფ, სამოყვარულო ვიდეო კამერებს. ეს ვიდეო ჩაწერილია საშუალო miniDV კასეტაში, MPEG2 ფორმატში, bit rate — 25 მბიტი/წმ. ხარისხი, სხვა HD ფორმატებთან შედარებით დაბალია.

HDTV-ს განსხვავება სხვა სტანდარტული ტელევიზიისგან [

HDTV-ს აქვს შედარებით მაღალი გაფართოება სხვა სტანტარუტ ტელევიზიასთან.
  • უბრალო ტელევიზორის (ყველა ზომა დიაგონალურად) გაფართოებაა: მაქსიმუმ 640x480, ჩვეულებრივ შემთხვევაში კი უფრო ნაკლები
  • გაფართოება DVD ფლეიერისთვის: 720x576 (PAL) ან 720x480 (NTSC)
  • გაფართოება სტანდარტული HDTV-სთვის: 1280x720 (720p)
  • გაფართოება HDTV-სთვის განსაკუთრებულ შემთხვევაში: 1920x1080 (1080i)
მაღალი ხარისხის ფილმში, მაღალი ხარისხის დეტალები და მოვლენების სანახაობა, ბევრად შთამბეჭდავი საყურებელია. მათ, ვინც უკვე შეადარა HDTV ხარისხი, უბრალო DVD ფილმს, ნამდვილად მიხვდება რომ ფილმისთვის სტანდარტი HDTV არის, და არა DVD. ევროპაში 2005 წლიდან, დაახლოებით 18 მილიონი HDTV გაფართოების ეკრანი გაიყიდა.
HDTV-ს დაშვებული სისწრაფე აღწევს 60 პროგრესულ კადრს ერთ წამში (FPS), როდესაც სტანდარტ ტელევიზიაზე მხოლოდ 25/30 კადრი წამშია. HDTV-ზე ასევე დაშვებულია მრავალჯერადი ციფრული აუდიო ფორმატები (Dolby Digital 5.1-მდე).

ასოების p-სა და i-ის განმარტება (720p და 1080i) 

ასო i ნიშნავს, რომ ვიდეო არის 50 ან 60 კადრი წამში სისწრაფის, ხოლო ასო p როცა ვიდეო არის 24, 25, 30, 60 სრული კადრი წამში სისწრაფის. როდესაც უყურებთ ვიდეოს, იგი გამოიყურება ბევრად ბუნებრივად.

განსხვავება DVD-სა და HDTV-ს შორის

DVD და HDTV-ს შორის უდიდესი განსხვავებაა, მაგრამ მის შესამჩნევად, საჭიროა დიდი ეკრანი (LCD სასურვფელია ან CRT 1919-21), HDTV TV ან პლაზმური ტელევიზორი. ჩვეულებრივ ტელევიზორზე ძალიან ძნელია განსხვავების ნახვა DVD და HDTV-ს შორის.
ასეთი ფილმების სანახავად უმჯობესია გვქონდეს შესაბამისი ტელევიზორი.
HD ტელევიზორებს პოპულარულ ენაზე ყოფენ ე.წ. Half HD და Full HD ტელევიზორებათ. პირველის ფასი რა თქმა უნდა უფრო ნაკლებია, მაგრამ ჩვენების ხარისხი ამ ორ სისტემას შორის რადიკალურად განსხვავებულია. მაგ: Half HD-ის აქვს 720 ჰორიზონტალური ხაზი, ხოლო Full HD-ის 1080. სხვაობა 1.5-ის ტოლია და გამოსახულების ხარისხშიც შესაბამის სხვაობას მიიღებთ.

ტექნიკური მონაცემები [

იმისთვის რომ უყურო HD ხარისხის ფილმებს, საჭიროა blu ray ფლეიერი ან HDVD დიცკი. ასევე HD ხარისხის ფილმების გადმოწერა შეგიძლიათ ინტერნეტის მეშვეობით, ძირითადად ტორენტ საიტებიდან. HD ხარისხის ფილმების საყურებლად საჭიროა კომპიუტერი: Intel Pentium 4 (2-4ghz) ან AMD 2200+. მონიტორი 1280x1024 (1280x768) გაფართიების. ე.წ. Full HD სანახავად კი საჭიროა Core2Duo -ს სიმძლავრის კომპიუტერი.
ყველაზე ხელმისაწვდომი ტექნოლოგია HD და Full HD ფილმების სანახავად არს ე.წ. HDTV Player-ები. მაგ. ვესტერნ დიჯითალის წარმოების აპარატურა, რომლის ფასი 100-120 $ ის ფარგლებში მერყეობს. ამ პლეიერებს საშულაება აქვთ ნებისმიერი უსბ ინფორმაციის მატარებლიდან აჩვენონ ნებისმიერი ფორმატის ფილმები ან ფოტოები. ასევე შესაძლებლობა აქვთ ქსელის მეშვეობით გამოშერინგებული დისკებიდან ფილმების ჩვენების ანდა თუნდაც ინტერნეტიდან იუთუბის კონტენტის ჩვენება.
HD ხარისხის ფილმების საყურებლად უმჯობესია შეიძინოთ 32”, 37” ან მეტი დიაგონალის შესაბამისი ფორმატის ტელევიზორი.

HDTV-ზე უკეთესი ფორმატი

HDTV-ზე უკეთეს ფორმატს იყენებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაგალითად, რამდენიმე ტელეკომპანია არის ATSC-ის ფორმატში. ის არსებითად იგივეა რაც HDTV, მაგრად ვიდეო ფორმატი HDTV-სგან განსხვავებით, 1080p აქვს. ასევე დამზადების პროცესშია UHDTVფორმატი, რომელიც დაახლოებით 10-20 წელიწადში გამოჩნდება. UHDTV ვიდეო ფორმატის გაფართოება იქნება 7680x4320.

четверг, 7 апреля 2011 г.

ტელევიზია


ტელევიზორი — ელექტრონული მოწყობილობა,რომელიც გამოიყენება უკაბელოდ ვიდეო და აუდიო ინფორმაციის მისაღებად და საჩვენებლად ეკრანზე. თუმცა, შეუძლია კაბელით დაკვაშირების შემთხვევაში ვიდეოფირის ჩვენებაც.ტელევიზორი — ელექტრონული მოწყობილობა,რომელიც გამოიყენება უკაბელოდ ვიდეო და აუდიო ინფორმაციის მისაღებად და საჩვენებლად ეკრანზე. თუმცა, შეუძლია კაბელით დაკვაშირების შემთხვევაში ვიდეოფირის ჩვენებაც.

ტელევიზია

ტელევიზია (ბერძნ. τήλε — შორს და ლათ. video — ვხედავ) — კავშირგაბლულობისსაშუალება, მოძრავი შავ-თეთრი ან ფერადი ხმოვანი გამოსახულებების შორ მანძილზეტრანსლირებისთვის.
სატელევიზიო მაუწყებლობები სათავეს იღებს გვიანი 1920-იანი წლებიდან. ტელევიზია გხდა აქტუალური ყველა სფეროში, თუმცა ძირითადად სანახაობრივი და საინფორმაციო ფუნქცია მიიღო. ბოლო წლებში ინტერნეტის განვითარებასთან აქტუალური გახდა ინტერნეტ ტელევიზია.